სერვისები
პროდუქტის მახასიათებლები შემდეგია:
მდებარეობა ჭიათურის რაიონში, სოფელ სვერში. ბილიკი გახლავთ 70 მეტრი სიმაღლის და 160 მეტრი სიგრძის ფოლადის ტროსებითა და რკინის საფეხურებით აღჭურვილი მარშრუტი, უსაფრთხოების სრული დაცვით. ბილიკის ტექნიკური და სხვა მახასიათებლები:
- მარშრუტის მანძილი - 230 მეტრი, 300 საფეხური
- მარშრუტის გავლის წმინდა დრო - 50/70 წუთი
- მარშრუტის გავლის სრული დრო - 2/2.5 საათი (თეორიული და პრაქტიკული ინსტრუქტაჟი ბანაკში - 0,5 საათი, ბანაკიდან ადგილზე მისვლა 20 წუთი, გავლის წმინდა დრო - 50/70 წუთი, დაბრუნდება 20 წუთი)
- ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 10 მონაწილე
- გამყოლი ინსტრუქტორი - 2
- მისასვლელი საფეხმავლო და უკან დამაკავშირებელი ბილიკის სიგრძე - 600 მეტრი